2020 წლის 4 დეკემბერს 16:00 სთ-ზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ დოქტორანტის - ხათუნა ხაჭაპურიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „საკვერცხის კიბოს მკურნალობის ოპტიმიზაციისათვის: სიმსივნის მიკროსკოპული ავთვისებიანობისა და მაინფილტრირებელი T- ლიმფოციტების კომპლექსური ანალიზი ციტორედუქციული ოპერაციების დროს“
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი დიმიტრი კორძაია
სამეცნიერო თანახელმძღვანელი: ასისტენტ-პროფესორი მაია მჭედლიშვილი